ზუგდიდის 57-ე უბანზე, კომისიის ყოფილი წევრი “უსუფაშვილი რესპუბლიკელების“ პარტიიდან საარჩევნო უბანზე საქმიანობის განსახორციელებლად მივიდა და წილისწყრაში მონაწილეობა მიიღო. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებას უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი. ცესკო-ს ინფორმაციით, ის არ არის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი, შესაბამისად, ამ პიროვნებამ დატოვა საარჩევნო უბანი.
ასევე, ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორის ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა, რომელიც კომისიის წევრებმა დალუქეს. საღამოს, საოლქო-საარჩევნო კომისიას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, აღნიშნული ბეჭედიც გადაეცემა.
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი. უბნის ორმა წევრმა, „რესპუბლიკური პარტიიდან“ და “ნაციონალური მოძრაობიდან“, უარი განაცხადეს წილისყრით ფუნქციათა გადანაწილებაზე. აღნიშნულზე საჩივარი დაიწერა.