10.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4.65%-ია.
ცენტრაული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 115 302-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
ყველაზე აქტიურია მცხეთის მაჟორიტარული ოლქი, სადაც ამომრჩევლის აქტივობამ 9%- მიღწია. ასევე ლანჩხუთი/ჩოხატაურში აქტივობა 6.6%-ია, დაბაღდათი/ხარაგაული - 6.7%.
6%-ზე მაღალი აქტივობაა ფოთში, სენაკში,ახალციხე/ადიგენში ,გურჯაანში.
ამ დროისთვის მონაცემებითმ, ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქებია ვაკე, საბურთალო და გორი, სადაც 3%-იანი აქტივობაა.