დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე იქნება

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე იქნება

„ქართული ოცნების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ რამდენიმე წუთის წინ ამომრჩევლის უფლებით ისარგებლა.

მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„არჩევნები, როგორც პირველი ტური, დღესაც მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, მის განვითარებას და კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე იქნება“, - განაცხადა ქვარაიამ.