"ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია არ ფლობს ინფორმაციას, დავით უსუფაშვილის მმართველ გუნდთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
2030.news -ის ინფორმაციით, ბესელია ფიქრობს, რომ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მომავალში გამოჩნდება.
"არ მაქვს განსაკუთრებული კომენტარი. მისი გადასაწყვეტი იყო და წავიდა, დანარჩენი მომავალში გამოჩნდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს, დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.