ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. 

ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე მხარეებს შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 

30 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. კანონით ასევე იკრძალება 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამასთან, ცესკო-ს სპიკერის ცნობით, 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია 2 51 00 51, ასევე იმუშავებს ონლაინ ოპერატორი. 

„მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ, ასევე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.