დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობისგან

დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობისგან

იმედი მაქვს ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, როგორც ეს ეკადრება ქართველი ხალხის არჩევანს. 

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას და კიდევ ერთხელ მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას. იმედი მაქვს ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოს მომავლი განვითარებისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.