30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.
დღესვე ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.