ოთხპუნქტიანი გეგმა გულისხმობს უმთავრესი მიზნის მიღწევას, რომ ქვეყანაში შემცირდეს უმუშევრობა

ოთხპუნქტიანი გეგმა გულისხმობს უმთავრესი მიზნის მიღწევას, რომ ქვეყანაში შემცირდეს უმუშევრობა

4-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ  და, რომლის განხორციელებაც დაწყებულია, გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი უმთავრესი მიზნის მიღწევას, რომ ჩვენს ქვეყანაში შევამციროთ უმუშევრობა. ჩვენ ვსაუბრობდით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე და ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი რიცხვი, ეს არის რიცხვი, რომელიც პროგნოზებს ეყრდნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ნომერ პირველ პრიორიტეტად განათლების სისტემის გაუმჯობესება დაისახა

„ჩვენ შევქმენით და მივიღებთ ქვეყანას, რომელშიც იქნება ძალიან თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა. ეს იქნება სისტემა, რომელიც იქნება დასაქმებაზე და მეცნიერების განვითარება ორიენტირებული. პროფესიული განათლება უნდა განვავითაროთ ისე, რომ პირდაპირ იყოს მიმართული არა გრძელვადიან, 20 წლის შემდეგ შედეგის მიღებაზე, არამედ დღესვე, ხვალვე კონკრეტული დასაქმებულების მიღებაზე. ეს არის სისტემა, რომელიც აღმოფხვრის იმ უდიდეს ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს ჩვენს განათლების სისტემას აქვს.  ეს არის პირველი პრიორიტეტი. დანარჩენი სამი მიმართულება არის მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ უპირველს ყოვლისა ქვეყნის მმართველობითი სისტემის შეცვლა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მმართველობით სისტემაზე ორი მიმართულებაა - ეს არის სერვიზი მომსახურებაზე ორიენტირებული მთავრობა და ჩართულობით მართვა“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება, რომ რეგიონები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი ჩართოს ქვეყნის მართვის სისტემაში.

„ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია. სერვისზე ორიენტირებული ხელისუფლება გულისხმობს ბიზნესსახლის კონცეფციის განვითარებას, რომ მთავრობა მოემსახუროს არა მხოლოდ ფიზიკურ პირობებს, რომლესაც ის ემსახურება იუსტიციის სახლის მეშვეობით, არამედ  იურიდიულ პირებსაც, რომ მათ არ მოუწიოთ სამინისტროებში ხეტიალი. ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი რეფორმაა, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანაში მმართველობის სტილს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მესამე მიმართულება არის ეკონომიკური ცვლილებები, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გულისხმობს.

„ეს არის მოგების გადასახადის გაუქმება, რომელიც 1 იანვრიდან შედის ძალაში. ეს არის საგადასახადო ადმინისტრირების პრინციპების შეცვლა, ეს არის უარს თქმა ანაგარიშების გაყინვაზე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ეს არის ძირითად იმპორტზე მოგების გადასახადის გაუქმება. ეს არის სტარტაპის დაფინანსების შექმნა, რომელიც წარმატებული პროექტია და ამას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის თვისობრივად შეცვლა ჩვენი ეკონომიკის. ეს არის ახალგაზრდების წახალისება ენტერპრენერობაზე, ამ სიტყვის ქართული ანალოგი ვერ მოვძებნე და სხვათა შორის ძალიან ცუდია, რომ არ გვაქვს. ეს არის მეწარმეობა, რომელიც მარტო მეწარმეობას გულისხმობს. ეს ენტერპრენერობა შეიძლება დავამკვიდროთ კიდეც, თუმცა არ მიყვარს ბარბარიზმები. ეს არის ახალგაზრდებისთვის სტილის შეცვლა, რომ იფიქრონ არა მხოლოდ დაქირავებულ მუშაკობაზე, რაშიც დასაძრახი არაფერ არ არის, არამედ საკუთარი ინიციატივების განხორციელებაზე, ინოვაციაზე, მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდაზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს პირველი ტალღის სტარტაპ ბიზნესმენები. ძალიან მიხარია, რომ გუშინ დავიწყეთ ახალი ტალღა „სტარტაპ მეგობრული“ და ჩვენ ვახალისეეთ მსხვილ კომპანიებს, რომ მათ დამწყებ ბიზნესმენებთან ითანამშრომლონ მიაწოდონ რესურსები, ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მომავალი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება პენსიონერების დასაქმებას, რომელზეც საუბარი მიმდინარეობდა, ამას მოყვა ქარიშხალი წინასაარჩევნო პერიოდში, ძალიან ბევრი სპეკულაცია. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და ეს იქნება ძალიან საინტერესო. ეს არ არის ჩვენი ინოვაცია, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ და კორპორაციის მიერ.  მათ უქმნიან იმ შეგრძნებას, რომ საჭირო არიან საზოგადოებისთვის. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაზე შრომატევადი და ამბიციური  არის სივრცითი განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია.

„საუბარია პოლიცენტრულ ურბანულ განვითარებაზე. ეს რომ კარგად ავხსნათ ეს არის არა ერთ თავკომბალაზე დაფუძნებული, როგორც ეს არის თბილისი მაგალითად, არამედ  პოლიურბანოლი, პოლიცენტრული განვითარება. ეს იმას ნიშნავს,რომ ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უნდა იყოს ხელმისაწვდომი  ის ძირითადი ინფრასტუქტურა და სერვისები, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში.  ეს ნიშნავს იმას, რომ გზები კომუნიკაციები, ელექტროგადაცემა უნდა ყოს განვითარება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ძირითად ინფრასტრტუქურულ არტერიებს და ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რომ 4 წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ ძირითადი ატრეტიები და ტურისტული მიმართულებით გზა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.