„ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია

„ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგეით კმაყოფილია.

როგორც კვირიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, იმ კანდიდატებმა, რომლებსაც მეორე ტურში უწევთ მონაწილეობა, პირველ ტურში 47, 48, 49 პროცენტი მიიღეს.

„ეს არის დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულება. იმედი მაქვს, ამომრჩეველი იაქტიურებს. შეიქმნა შეგრძნება, რომ არჩევნებში ჩატარდა, მაგრმა მისვლა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა აუცილებელია.  იმედია,  ხვალ ამომრჩეველი იაქტურებს და უფრო მაღალი აქტივობა იქნება მეორე ტური განმავლობაში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით,  კმაყოფილების საკმაო მიზეზი არსებობს, რადგან „ქართული ოცნება“ ახლოს არის საკონსტიტუციო უმრავლეობასთან.

„ეს არის ძლიერი მანდატი და უდიდესი პასუხსიმგებლობა. გარად იმისა, რომ 48,8% მხარდაჭერა მივიღეთ,  ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებულები მაჟორიტარობის კანდიდატებიც გვყავს. რომც იყოს  მრავალმანდატიანი, პროპორციული არჩევნები, მაიცნ გვექნებადა იმდენი, რომ მთავრობა დაგვეკომპლექტებინა კოალიციების გარეშე.  მხარდაჭერა, რომელიც მივღეთ, არის ძალიან მაღალი მხარდაჭერა.საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც არ მიგვეღო,  ეს არ იქნებოდა ტრაგედია. ჩვენ ვფიქრობდით დაახლოები 105-110 დეპუტატამდე. დიდი იმედი მაქვს, მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ხდება საკონსტიტუციო უმავლესობის დემონიზება.

„შეიძლება, ეს ვიღაცის ხელში ტრაგედიაა, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია. საქართველოს მოსახლეობა წინ წავიდა დემოკრატულ განვითარებაში, მოსახლეობის შემგუებლობა არადემოკრატიული განვითარების ელემენტებთან არის დაბალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.