ჩვენ არ გვეყო დრო, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად

ჩვენ არ გვეყო დრო, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად

არჩევნების შემდეგ პარტიაში დაიწყო არჩევნების შედეგების ანალიზი, ამ შედეგებმა და  პარტიის წინასაარჩევნო პილიტიკამ ცხადყო, რომ დაბალანსების პილიტიკა, მთავარი პარტნიორის, თუ მთავარი მრჩევლის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა,- ამის შეახებ 2030-ს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

„ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად. ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, რომელზეც  ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავიაროთ რეფორმები, უნდა ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული ჩვენს ღირებულებებზე, იდეოლოგიაზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პარტია“,-აღნიშნა სამნიძემ.

მისივე თქმით,  კოალიციაში ყოფნის  „რესპუბლიკური პარტია“ იყო ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი და  კოალიციის დატოვების შემდეგ პარტიას არ ეყო დრო, დაენახა  ამომრჩეველს, როგორც მკვეთრი ოპოზიცია.

„ჩვენ ვაპირებთ, მომავალში ამ შედეგების ანალიზის შედეგად გავაძლიეროთ უფრო ახალი ძალები პარტიაში, რომლის შესახებაც  საზოგადოებას ვაცნობებთ. დავით უსუფაშვილი არის ძალიან დიდი დანაკლისი პარტიისთვის. დავით უსუფაშბილი არის ერთ-ერთი პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის“,-აღნიშნა სამინიძემ.

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ხათუნა სამნიძემ ამბობს, რომ მის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

„ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ მაქვს თინა ხიდაშელისა და პარტიის სხვა წევრების გადაწყვეტილებების შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შესახებ საზოგადოება ინფორმაციას შეიტყობს“,-აღნიშნა სამინიძემ.