ვიცი, რომ თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს პარტიაში, არ ვიცი

ვიცი, რომ თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს პარტიაში, არ ვიცი

დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, დატოვოვებს  თუ არა „რესპულიკურ პარტიას“ მისი მეუღლე თინა ხიდაშელი,

როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,პარტიის დატოვება-არდატოვებაზე თავად იღებენ პარტიის წევრები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

„ამაზე არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. მე ყველას გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. კონკრეტულ საკითხებზე, თუ რაში არ იყო ჩვენი ხედვა თანხვედრაში, დღეს არ შევრჩერდები. პარტიის დატოვებაზე არჩევნებამდე ბევრი მიკიჟინებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი.  25 წელი ერთად ვიყავით და ყველაფერი გავაკეთე ოლქშიც და პარტიაშიც, რაც შემეძლო. მაგრამ ახლა არ არის დრო პოლიტიკურად ხელის ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის. მე მზად ვარ, ყველასთან მქონდეს დიალოგი, ვისაც საქართველო წარმოუდგენია დემოკრატიულ ქვეყნად“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა თინა ხიდაშელი პარტიას, უსუფაშვილმა უპასუხა „ ვიცი, რომ არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს, პარტიაში, არ ვიცი“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.