დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ

დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა

საქართველოს პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა.

"მივიღე ადამიანურად მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება.ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გახდა ცნობილი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები ტელევიზორიდან შეიტყობენ ამას. დიახ, მე ვტოვებ "რესპუბლიკელებს", მაგრამ ვრჩები ოპოზიციაში და გავაგრძელებ სხვა ველზე საქმიანობას. ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მე და პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული ხედვები აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, ამავე დროს მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, ხელი შემეშალა პარტიის საქმიანობისთვის",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.