"სხვანაირი კამპანიის სხვანაირი დასასრული", - ამ დევიზით, მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთაწმინდაზე საარჩევნო შეხვედრები დაასრულა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ამომრჩევლებს რჩეულიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე, ვერის პარკსა და ორბელიანის მოედანზე შეხვდა.
"ბოლო დღის მსვლელობაა, რომლის დანიშნულებაც არის ის, რომ ყველას გავახსენოთ, რომ ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე - მეორე ტური, მთავარი "მესიჯი" და მიზანი არის ის, რომ ყველა მოვიდეს არჩევნებზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.