დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს

საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს.

2030-ის ინფორმაციით, უსუფაშვილი ბრიფინგის გამართვას ან წერილობითი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა, თუმცა ოფიციალური კომენატარი ჯერ არ გაკეთებულა.