ბაღის მასწავლებლებს გამგეობაში უთხრეს, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ოთხკუთხედად შემოხაზონ, რათა მათი იდენტიფიკაცია მოხდეს

ბაღის მასწავლებლებს გამგეობაში უთხრეს, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ოთხკუთხედად შემოხაზონ, რათა მათი იდენტიფიკაცია მოხდეს

საბავშვო ბაღის მასწავლებლები გუშინ გამგეობაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და ოთხკუთხედად შემოხაზონ საკუთარი ხელმოწერა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”გუშინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. საბავშვო ბაღის მასწავლებლები გამგეობაში დაიბარეს და უთხრეს, რომ კვირა დღეს, 12:00 საათამდე ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და ოთხკუთხედად შემოხაზონ საკუთარი ხელმოწერა, რომ შემდეგ მათი იდენტიფიკაცია მოხდეს და ისინი სამსახურიდან არ დაითხოვონ”, - განაცხადა ნიკა რურუამ.

ნიკა რურუამ არჩევნების პირველი ტურის დროს მომხდარ დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთაწმინდის რაიონში 8000-ზე მეტი ისეთი ადამიანია საარჩევნო სიებში დამატებული, რომლებიც არც ერთ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან გარდაცვლილები არიან, ან რამდენიმე წელია უცხოეთში იმყოფებიან.

მისი განცხადებით, სიაში დამატებული ადამიანების რაოდენობა, ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იყო გამოყენებული.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს ნიკა რურუა (ნაციონალური მოძრაობა) და სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) უპირისპირდებიან.