"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, დასავლურ ერებთან ინტეგრაციის მისწრაფება შეინარჩუნოს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველო ვერ განვითარდება სუვერენულ ქვეყანად, თუ ვერ შეძლებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების დაცვას.

აღნიშნული განცხადება ელჩმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გააკეთა, სადაც დღეს, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

"ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს დასავლურ ერებთან ინტეგრაციის მისწრაფება შეინარჩუნოს. ამასთან ერთად, მას სჭირდება საკუთარი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ერთ-ერთი მიზანი რატომაც განვახორციელეთ ინვესტირება ასეთ პროექტში არის ის, რომ საქართველოს ვერ განვითარდება როგორც დასავლეთის სრულად სუვერენული ქვეყანა, თუ ის ვერ შეძლებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების დაცვას",- აცხადებს იან კელი.