არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი

არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი

არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი, ისეთი დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას წარმოაჩენენ როგორც საფრთხეს, თუმცა ეს არის შესაძლებლობა რიგი საკონსტიტუციო საკითხების დახვეწისთვის. კობახიძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

,,საკონსტიტუციო უმრავლესობას აჩვენებენ როგორც საფრთხეს, ჩვენ კი შეგვიძლია შევხედოთ როგორც შესაძლებლობას. კონსტიტუციას ესაჭიროება დახვეწა და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, გამომდინარე ოპოზიციის ქმედებებიდან. არსებულ კონსტიტუციას თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლი, ისეთი დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა 2004 წელს საქართველოს კონსტიტუცია მოარგო საკუთარ თავს და მივიღეთ სისტემა, ძლიერი პრეზიდენტი, სუსტი პარლამენტით, სუსტი მთავრობით, სუსტი სასამართლოთი და ა.შ. ეს სისტემა ჩანაცვლდა განსხვავებული სისტემით, რომელიც პრაქტიკაში უკეთ მოქმედებს, გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” შექმნა. რა თქმა უნდა იურიდიული ტექსტი გვიქმნის გარკვეულ რისკებს საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს სისტემაც არის დაუბალანსებელი. შესაბამისად, საჭიროა ის რეალობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული, გამყარდეს კონსტიტუციით. უნდა ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის როლი. ეს არის ჩვენიც მიზანი და ამბიციაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.