რა მაგის საქმეა, მე სად ვიყრი კენჭს?! - ზაზა პაპუაშვილი კონკურენტს პასუხობს

რა მაგის საქმეა, მე სად ვიყრი კენჭს?! - ზაზა პაპუაშვილი კონკურენტს პასუხობს

დიდუბის მე-15 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა პაპუაშვილი, ამავე რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ნაფეტვარიძის მიერ დასმულ კითხვას არ პასუხობს.

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ზაზა პაპუაშვილს დავით ნაფეტვარიძის მიერ დასმული შეკითხვით მიმართა, თუ რატომ არ იყრის კენჭს მთაწმინდაზე.

"მარტივი პასუხი მაქვს - რა მაგის საქმეა, მე სად ვიყრი კენჭს, სხვა საქმე არ აქვს?",- აღნიშნა კითხვის საპასუხოდ ზაზა პაპუაშვილმა.

მანვე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა ზაზა პაპუაშვილს, მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ერთგული ადამიანები სჭირდება, რომლებიც საქართველოს განვითარებაზე იზრუნებენ და "ხაზინას არ გაქურდავენ".

რაც შეეხება კონკურენტთან მიმართებაში არსებულ უპირატესობაზე დასმულ კითხვას, ზაზა პაპუაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

"უპირატესობა ძალიან ბევრია და ჩემს თავს, უფლებას არ მივცემ ჩამოვთვალო. ჩვენ კონკურენტი არ გვყავს",- აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.