საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნოემბრის სესიის დღის წესრიგის პროექტი უკვე გამოქვეყნდა, სადაც განსახილველი საკითხებისა და დაგეგმილი დებატების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი დროებითი შეჩერების მექანიზმზე ჯერ არ შეთანხმებულან. მოლაპარაკების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული საკითხი დაემატოს.
უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ელჩებმა ვერ მოილაპარაკეს, ხოლო საქართველოს საკითხზე ევროკომისია, საბჭო და პარლამენტიც შეთანხმებულია. სლოვაკეთი ევროპარლამენტთან თანამშრომლობს.
საბჭოს განცხადების თანახმად, უვიზო რეჟიმი და გამკაცრებული რეგულაციები ერთად ამოქმედდება", - იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა ბრიუსელიდან.