სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევა თურქულის დაავადებაზე (NSP ტესტი Elaisa მეთოდით) განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი, რაც ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის, ცხვრის საექსპორტო ხარჯებს ამცირებს და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.
აღნიშნული ტარიფის განახევრება ლაბორატორიული კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციის საფუძველზე მოხდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსგავსი სახის ცვლილებები პერმანენტულად მიმდინარეობს და მიზნად ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. მეთოდის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს როგორც ცხოველთა დაავადებების კვლევის მიმართულებით, ასევე სურსათისა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში.
კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია საერთაშორისო სტანადარტების დაცვით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ყველა სამუშაო პროცედურა სტანდარტიზირებულია. ლაბორატორია ფლობს ხარიხსის მართვის სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია.
ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებისა და ტარიფების ჩამონათვალი იხ. მითითებულბმულზე: პრეისკურანტი