ლარის კურსთან მიმართებაში საშიში არაფერი ხდება, - ასეთი კომენტარი გააკეთა „თიბისი ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ლარის გაუფასურების თემაზე.
როგორ ხაზარაძემ აღნიშნა, რამე ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა და საპანიკო არაფერია.
„ლარის კურსთან მიმართებაში არაფერი საშიში არ ხდება. დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად არის ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტომ არაფერი საპანიკო ამაში არ არის“,- აღნიშნა ხაზარაძემ.