ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპატიებით, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი,- ასეთი კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჯიხაშკრასა და მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში ბრალდებულთა დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ჯიხაშკრასა და მარნეულში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუკავებიათ.
„აქ არანაირ პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადე მარნეულზე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეუელბრივი კრიმინალები, რომლებმაც ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე. პოლიციელს ჩაუტარდა მძიმე ოპერაციაც, რა პოლიტიკურ მოტივზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. ჯიხაშკარსრაც შეეხება, არის ორი პირი დაკავებული. ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპატიებით, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.