სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

როგორც შინგანა საქმეთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო მობილიზებულია და არანაირ არეულობები დაშვებული არ იქნება.

"თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს არჩევნების პირველი ტურის მშვიდ ვითარებაში გამართვა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განონაკლიისს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია  გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დავუშვებთ არანაირ არეულობას", - აღნიშნა შს მინისტრმა.