გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიზალიბერალიზაციაზე შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს

გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიზალიბერალიზაციაზე შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს

ვიმედოვნებ, რომ დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის , - ამის შესახებ საქარტველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ჰერმანმა აღნიშნა, კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოსთვის.

„მუდმივად ვამბობ და ახლაც ვიტყვი - ვიმედოვნებ, რომ დრო, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შორს არ არის. არ შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც უფრო ფართო მხარდაჭერაა საჭირო, რათა ხალხს ჰქონდეს შედეგი.  ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს“,-აღნიშნა ჰერმანმა.