ვმუშაობთ იმაზე, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში

ვმუშაობთ იმაზე, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელ საკითხებზე.

”ასევე ვიმსჯელეთ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით”, -განაცხადა შალვა ხუციშვილმა.