მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა "ტვპირველის" ეთერში, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების ციტირებისას უთხრა, რომ კანონს არღვევს.
ჟიჟილაშვილმა რესპონდენტს სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა ველი უნდა გამოიყენოს საბრძოლველად.
"კანონს არღვევთ, როცა ციტირებთ უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ქვეყნის საშინაო-პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის ფაქტს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი მოწოდების გაკეთების უფლება. ჩემი თხოვნაა, ნუ იქცევით კანონის დამრღვევად", - აღნიშნა ქუცნაშვილმა, რაზეც ჟიჟილაშვილმა შეახსენა, რომ მედია საქართველოში კანონს არ არღვევს და მას მხოლოდ მორალური პასუხიმსგებლობა აქვს აღებული.
"ჯერ საკონსტიტუციო უმრავლესობით არ მოსულხართ და უკვე კითხვებს აკონტროლებთ?", - უპასუხა ჟიჟილაშვილმა, რაზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვალდებულია, დაიცვას კანონის მოთხოვნები.