იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ 12 მოსამართლეს სასამართლოებში უვადოდ დანიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ 12 მოსამართლეს სასამართლოებში უვადოდ დანიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ 12 მოსამართლეს სასამართლოებში უვადოდ დანიშნავს. ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 11:00 საათზეა დანიშნული. კენჭი ეყრება იმ 12 მოსამართლეს, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება. უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებიდან სამი იუსტიციის სკოლის მსმენელია, ორი მოსამართლე რეზერვიდან არის, ხოლო 7 მოქმედი მოსამართლეა. 

სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ნატალია ნაზღაიძეს, გიორგი მიროტაძეს, მურთაზ მეშველიანს, ხათუნა ხომერიკს, ნანა ჭიჭილეიშვილს, ლევან მიქაბერიძეს, გოჩა ფუტკარაძეს, ციცინო კიკვაძეს, გერმანე დადეშქელიანს, ნინო შარაძეს, მერაბ ღვინიაშვილს და ნანა ჯანხოთელს ეწურებათ. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ მოსამართლეებთან მიმართებაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დანიშნოს თუ არა ისინი უვადოდ. 

აღნიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლეებთან გასაუბრების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაინიშნონ თუ არა მოსამართლეები უვადოდ.