სააგენტო allmedia.ge-მ არჩევნებზე ჟურნალისტად ჟორიკა რურუა გააგზავნა

სააგენტო allmedia.ge-მ არჩევნებზე ჟურნალისტად ჟორიკა რურუა გააგზავნა

ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი როგორც "ჟორიკა", დამკვირვებლის სტატუსით ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

ამის ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა.

ვიდეოში ასახულია ნიკა რურუას ძმა გიორგი (ჟორიკა) რურუა უბანზე ჟურნალისტის სტატუსით.

როგორც ცნობილია, გიორგი რურუას აკრედიტაცია გავლილი ჰქონდა არარსებული ინტერნეტპორტალი "allmedia.ge"-ს სახელით.

Top.ge-ს რეიტინგების მიხედვით, აღნიშნულ საიტს დღეში საშუალოდ 20 კაციც კი არ სტუმრობს, ხოლო ამ ამბების გახმაურებამდე ბოლო სტატია 2015 წლის 27- ივნისს ჰქონდა გამოქვეყნებული.

უცნობია, რატომ მიიღო ასეთი რეპუტაციის სააგენტომ 3402 დამკვირვებლის ყოლის უფლება უბნებზე, ჰყავს თუ არა საერთოდ 3402 ჟურნალისტი ამ სააგენტოს, ან რა მიზნებით აპირებს ამ რესურსის გამოყენებას.

აღნიშნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნეს განცხადება, რომლითაც მოხალისეებს იწვევენ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და აკრედიტაციის გავლისთვის მხოლოდ და მხოლოდ პირადობის ასლია საჭირო.

აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად აფასებენ და განიხილავენ უბნებზე პროვოკაციის მოწყობის საშუალებად.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არასრებული მედია საშუალება "allmedia" მოქალაქეებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას სთავაზობს, ამისთვის მხოლოდ თქვენი სახელი-გვარის, ტელეფონისა და პირადი ნომრის დაფიქსირებაა საჭირო, - ასე ცდილობს სააგენტო იმ 3402 ლიცენზიის გაცემას, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მიიღო, უცნობია ასეთი რაოდენობის სადამკვირებლო მისია რაში სჭირდება საიტს, რომელსაც ტოპ.ჯის რეიტინგების მიხედვით დღეში 20 კაციც კი არ სტუმრობს ან რატომ არცერთი სტატია, შეფასება და გამოხაურება არ გამოუქვეყნებია არჩევნების მიმდიანარეობისას.

აღნიშნული საიტის ლიცენზიით ისარგებლა კრიმინალური ავტორირიტეტის მქონდე ნიკა რურუას ძმამ, ჟორიკა რურუამ.

მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პორტალი და ამდენი ადამიანის მობილიზება არჩევნების დროს არეულობის მოწყობას ემსახურება.

"ნაციონალების" დივერსია მეორე ტურისთვის, არარსებული სააგენტო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ როგორც მოხალისეები დააკვირდნენ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს. აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭიროა, მსურველებმა ელ-ფოსტაზე გააგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.

არჩევნების პირველ ტურში სააგენტოს 3402 დამკვირვებელი ჰყავდა. მათ შორის იყო ნიკა რურუას ძმა ჟორიკა რურუა. ირკვევა, რომ სააგენტო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება, ამავე დროს საინტერესოა - რა ამოცანა აქვს არასებული სააგენტოს მიერ დამკვირვებელთა ასეთი რაოდენობით შეგროვებას. "allmedia.ge"-ს მთავარ გვერდზე ჩანს, რომ 27 ივნისის შემდეგ მხოლოდ ორი სტატია არის გამოქვეყნებული და ვებ-გვერდის მნახველთა რიცხვი საშუალოდ 50 ადამიანიც კი არ არის.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დაბალი რეიტინგის ფონზე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული სააგენტოს მობილიზაცია არის არჩევნების პარალელურად დივერსიის მზადების მორიგი მცდელობაა.

მორიგი სკანდალი რურუების გვარს უკავშირდება. ჟორიკა რურუა 3402 კაციანი ჯგუფით, მიმდინარე არჩევნების ჩაშლას გეგმავს. არარსებული მედია საშუალების "ALLMEDIA.GE"-ს სახელს ამოფარებული ეს კრიმინალებით დაკომპლექტებული მხედრიონელების დაჯგუფება საქართველოს მაშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდებიან. ხალხს აგროვებენ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პირადი ინფორმაციის სანაცვლოდ მიიღოს "ALLMEDIA.GE"-ის ჟურნალისტის სტატუსი და ამავე სააგენტოს სახელით გაიაროს ცესკო-ში აკრედიტაცია.