სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე არეულობას ელოდება

სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე არეულობას ელოდება

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე არეულობა იყოს.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურისთვის აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა უჩვეულოდ მაღალია, რამაც შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე არეულობის შეტანაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სტატისტიკაც წარმოუდგინა და შეახსენა ერთ-ერთი მედიასაშუალების - "ოლმედიის" მიერ არჩევნების პირველი ტურისთვის 3400 აკრედიტებული ჟურნალისტი, რომელსაც ზურაბიშვილის თქმით, მეორე ტურისთვის 500-მდე ჟურნალისტი დაემატა, რადგან მედიამ ღია კონკურსი გამოაცხადა აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

"ამას ემატება დაახლოებით 700 ჟურნალისტი "რუსთავი 2"-დან და ჩემი გამოთვლებით, 5 ათასამდე ჟურნალისტი უნდა გადანაწილდეს 50 ოლქში, რაც თითო უბანზე დაახლოებით, 30 ჟურნალისტის ყოფნას ნიშნავს. ვინ იქნებიან მათ რიგებში არავინ იცის, რადგან პირველი ტურის დროს მათ რიგებში იდგა ჟორიკა, და ვიცით რა წარსული აქვს ამ ადამიანს. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ რიგებში აღმოჩნდნენ იმ დაცვის კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ეკუთვნის კანდიდატს და მის ძმას. ამ რაოდენობას ემატება არასამთვრობოები და სხვა დამკვირვებლები, რომლებიც სხავადსხვა ფორმით შევლენ უბანზე, ეს ყველაფერი კი ხდება "ოლმედიას" სიტყვებით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამ რაოდენობის ადამიანების შესვლა ორ მიზანს ემსახურება, ერთი შესაძლოა იყოს არეულობა და მეორე, ზეწოლა ამომრჩევლებზე.

"მინდა მივმართო ყველა თავმჯდომარეს მთაწმინდაზე, რადგან ჩემი ინტერესია, სწორედ ამ უბანზე იყოს დაცული წესრიგი, რომ უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, კანონი არ კრძალავს ამ  ამ რაოდენობის ადამიანს უბანზე, თუმცა კრძალავს იმას, რომ არ დაუშვას უბანზე კონკრეტული მედიიის სამ წარმომადგენელზე მეტი",-განაცხადა ზურაბიშვილმა და პირობა დადო, რომ მისი შტაბის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ყველაფერს იღონებენ, რომ საარჩევნო უბანზე წესრიგი იყოს დაცული.

კითხვაზე თუ ვის დაეკისრება შესაძლო არეულობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მისი თქმით, ყველას, ვინც ამას ხელს შეუწყობს.