მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბოლში:   დაკავებულია

მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბოლში: დაკავებულია "ისლამური სახელმწიფოს" 81 წევრი

 

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციის 81 წევრი დააკავა.

გამოცემა Haberturk-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლში და თურქეთის 7 პროვინციაში ჩატარდა.

გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 60, სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო - 20 არასწრულწლოვანი.

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს ტერორისტული ორგანიზაციის დოკუმენტაცია და ცეცხლსასროლი იარაღი.

ცნობისთვის, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურმა 18 ოქტომბერს, ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

დაზვერვის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" თურქეთის ყველა პროვინციაში გეგმავდა ტერორისტული აქტების მოწყობას.