ლტოლვილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეერთება ამ ეტაპზე არ განიხილება

ლტოლვილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეერთება ამ ეტაპზე არ განიხილება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეერთება ამ ეტაპზე არ განიხილება - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სამინისტროების რაიმე განსაკუთრებულ ოპტიმიზაცია არ არის მოსალოდნელი.

„ამ ეტაპზე მე მაინც მგონია, რომ არის ძალიან ოპტიმალური ის სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს. თუ ვილაპარაკოთ მთავრობის ზომაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო მთავრობის ზომით და ბიუჯეტში მთავრობის დანახარჯებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანახარჯები აქვს მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ ოპტიმიზაციებს ალბათ, არ უნდა ველოდოთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჟურნალისტების კითხვაზე,  შესაძლებელია, თუ არა რომ ლტოლვილთა სამინსიტროს შეუერთდეს შერიგების და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოზარ სუბარი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

„რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი თუ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტრო გაუქმედება, რადგან  ყველა დევნილი დაბრუნდება თავის სახლში. რაც შეეხება ლტოლვილებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შემოდიან, მაშინ დაგვჭირდება მცირე სააგენტო, რომელიც მათ მოემსახურება. მაგრამ სანამ ვართ ოკუპაციის პირობებში და სანამ უამრავი დევნილი გვყავს დასასახლებელი, სამწუხაროდ ამ სტრუქტურის არსებობა აუცილებელია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.