არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური 50-ვე ოლქში ჩაივლის მშვიდად.
„ვერავინ ვერ გაბედავს რაიმე მცირე ინციდენტებსაც კი, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში. შედეგი თუ გაინტერესებთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 50 ოლქიდან 49-ში „ქართული ოცნება“ მოიგებს. ერთ ოლქს ვერ მოვიგებთ, რადგან იქ ჩვენი წარმომადგენელი არ არის, მთაწმინდას ვგულისხმობ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.