ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს

ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს

ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს. ჩვენ ახლა ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, ნატო-ს ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. ამავდროულად, ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მუქარებით სავსე რიტორიკა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.