საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აფხაზური ენა ქართულთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა მივულოცო არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. მე დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან , მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.