იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5 მთელი 5 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვესა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაფიქსირდა.
ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური, მაჩერატას პროვინცია დააზარალა. ორ საათში იმავე რეგიონში კიდევ ერთი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდას აღწევდა.
ამ დროის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა სამაშველო სამსახურების ცნობით, ზუსტი ინფორმაცია დაზარალებულებისა და შესაძლო ნგრევის შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
ყველაზე დიდი ზიანი მიწისძვრამ ქალაქ კამერინოს მიაყენა.
იტალიის ცენტრალურ რეგიონებში ბოლოს ძლიერი მიწისძვრა 24 აგვისტოს მოხდა - დაიღუპა 300-მდე ადდამიანი.