აზერბაიჯანის შესახებ განცხადება ერთმა უბრალო ამომრჩეველმა გააკეთა და არა დავით თარხან-მოურავმა

აზერბაიჯანის შესახებ განცხადება ერთმა უბრალო ამომრჩეველმა გააკეთა და არა დავით თარხან-მოურავმა

აზერბაიჯანის შესახებ განცხადება ერთმა უბრალო ამომრჩეველმა გააკეთა და არა დავით თარხან-მოურავმა, - ამის შესახებ EurasiaNet-ის ჟურნალისტმა ჯოშუა კუცერამ განაცხადა, რომლის სტატიასაც აზერბაიჯანული მედია დავით თარხან-მოურავის ციტირებისას დაეყრდნო.

„ჩემს სტატიაში გასაგებად და გარკვევით წერია, რომ აზერბაიჯანის შესახებ განცხადება თარხან-მოურავს არ გაუკეთებია. განცხადება გააკეთა ერთმა უბრალო ამომრჩეველმა“, - განუცხადა ჯოშუა კუცერამ „ობიექტივს“.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ სააგენტო „ტრენდთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი - ისტორიულად მოძმე ქვეყნები არიან, რასაც ადასტურებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთობლივი გეგმები. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო „ტრენდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა თითქოს განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია“. თავად თარხან-მოურავმა მსგავსი განცხადების გაკეთება კატეგორიულად უარყო.