ირმა ქავთარაძე:    2012 წელთან შედარებით „Doing Business“-ის ყველა კომპონენტი გაუმჯობესდა

ირმა ქავთარაძე: 2012 წელთან შედარებით „Doing Business“-ის ყველა კომპონენტი გაუმჯობესდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგის შედგენისას, მეთოდოლოგია შეიცვალა. „შესაბამისად, ის მე-8 ადგილი, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ეკავა, ახლა უდრის 24-ე ადგილს. დღევანდელი მე-16 ადგილი კი იმ მეთოდოლოგიით, რომელიც იყო 2012 წელს, ახლა მე-7 ადგილია. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს წინსვლა. დღევანდელი მეთოდოლოგიით მაშინდელი სიტუაცია რომ გაზომილიყო, საქართველო იქნებოდა არა მე-8, არამედ 24-ე ადგილზე,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მაგალითად მოიყვანა „Doing Business“-ის ერთერთი კომპონენტი, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა ქვეყნის მასშტაბით მიწა აზომილი და რეგისტრირებული. „ეს ინდიკატორი იმ დროს არ არსებობდა. შესაბამისად, როგორც კი შემოვიდა ეს ინდიკატორი, მოხდა საქართველოს პოზიციის ცვლილებაც. ასე რომ, არაფერი არ გაუარესებულა. პირიქით, 2012 წელთან შედარებით ყველა კომპონენტში გაუმჯობესება გვაქვს.,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.