მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება პრემიერს უკეთესი წინადადება გააჩნია

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება პრემიერს უკეთესი წინადადება გააჩნია

 პირადად მე მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება პრემიერ-მინისტრს უკეთესი წინადადება გააჩნია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისივე თქმით, ახალი მთავრობის ფორმირების თემაზე ”ქართულ ოცნებას” ჯერ არ უმსჯელია. 

“მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული აზრები გაგვაჩნია, მაგრამ ამ საკითხის მთავარი გადამწყვეტი არის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ ჯერ არ შევკრებილვართ იმ მაგიდის გარეშემო, სადაც ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს ვუზიარებთ. ახლა მთავარი აქცენტი გადატანილია არჩევნების მეორე ტურებისაკენ”, - განაცხადა ვოლსკიმ.