გია ვოლსკი -

გია ვოლსკი - "ქართული ოცნება” მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის

მიუღებელია მოსაზრება და მოწოდება, რომ ხმა არ მისცეთ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, არც ქართულ ოცნებას”, მაგრამ ოცნებას არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ ეს ფარისევლობაა“, - ამის შეახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ, ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, მართველი გუნდი მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობის ასაღებად და განმარტავს, რომ ქვეყანა წინა წლებისგან განსხვავებით, სხვა პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იმ პარტიებსაც აკრიტიკებს , რომლებიც ამომრჩევლებს მეორე ტურში არჩევანის არდაფიქსირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს. 

"თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება ,,ქართული ოცნების ” ხელში, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. მიუღებელია მოსაზრება და მოწოდება, რომ ხმა არ მისცეთ "ნაციონალურ მოძრაობას”, არც ქართულ ოცნებას”, მაგრამ ოცნებას არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ ეს ფარისევლობაა და ოდნავ რაღაცის მიმანიშნებელი. "ქართული ოცნება” მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და სახელმწიფო, რამდენიმე ნიშნით გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაშია გეოპოლიტიკურ რუქაზე, ვიდრე ეს იყო რამოდენიმე წლის წინ”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.