ლევან ხაბეიშვილი:  თბილისის მომავალ მერად ”ქართული ოცნება” ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას განიხილავს

ლევან ხაბეიშვილი: თბილისის მომავალ მერად ”ქართული ოცნება” ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას განიხილავს

”ახალი საქართველოს” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თბილისის მომავალ მერად ”ქართული ოცნება” ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილმა თანამდებობის პირმა, ერთ-ერთი დებატების წინ მიაწოდა.

”კონკრეტულმა თანამდებობის პირმა, რომელიც იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (მისგან არ მაქვს თანხმობა, რომ ვახსენო), პირად საუბარში მითხრა, რომ როდესაც ესწრებოდა მთავრობის სხდომებს, ამავე სხდომებს, როგორც კვირიკაშვილის ახლო მეგობარი და მთავრობასთან დაახლოებული პირი, ლევან გაჩეჩილაძეც ესწრებოდა-ხოლმე. მას ეს სურვილები აქვს და სავარაუდოდ, არის საუბარი, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყოს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.