გიგა ნიკოლეიშვილმა მთაწმინდის რაიონის გამგებელთან ერთად კოჯორში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს შეშა მიუტანა

გიგა ნიკოლეიშვილმა მთაწმინდის რაიონის გამგებელთან ერთად კოჯორში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს შეშა მიუტანა

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად, კოჯორში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს შეშა მიუტანა.

დღეს შეშით სოციალურად დაუცველი სამი ოჯახი დაკმაყოფილდა. პროცესი გაგრძელდება და  შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა  სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

გარდა ამისა, მოსული ნალექის გამო,  ადგილზე მუშაობს შპს “თბილსერვის ჯგუფი“. გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.  გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაწყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.