ზურაბ აბაშიძე თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი ხელისუფლების კანდიდატს დაუჭირონ

ზურაბ აბაშიძე თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი ხელისუფლების კანდიდატს დაუჭირონ

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ზურაბ აბაშიძე ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ხელისუფლების კანდიდატს. 

ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"იქ, სადაც მე ვიყრიდი კენჭს, დიდუბის მე-15 ოლქში, ყველას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ ხელისუფლების კანდიდატს, რადგან ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს. არც ერთის მხარდაჭერა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს",- განაცხადა აბაშიძემ.