მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა

მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა

2016 წლის 24 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები ჩაეშვა. ქართული  მარკები 6 თემატიკას მოიცავს.

ახალი მარკები, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის  შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. საფოსტო მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს:  „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“; ეკოლოგია ევროპაში; საქართველოს ფაუნა და „ქართული ზღაპრების პერსონაჟები“.

მიმოქცევაში გაშვებულ მარკებს შორის მიმდინარე წლის 9-15 მაისს თბილისში ჩატარებული ევროპული კვირეულისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკაცაა.

ახალი საფოსტო მარკების შეძენა შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებშია შესაძლებელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი;

საქართველოს ფაუნა - „ულვაშა წიწკანა“, „წითელმუცელა ბოლოცეცხლა“, „ჯიქი“;

„ქართული ზღაპრების პერსონაჟები“  -  „კომბლე“, „რწყილი და ჭიანჭველა“;

„ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“;

„იფიქრე მწვანედ“ - ევროპა 2016 ეკოლოგია ევროპაში;

„ევროკავშირთან ერთად“;