"პრემიერი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წარადგენს"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება.

დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

"პრემიერს ეკუთვნის აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯი და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ის საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

კონკრეტულად რა პოზიციები შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ვრჩები იგივე აზრზე, რაზეც ვიყავი ოთხი წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს როგორ ვითარდება დარგი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.