დავით სერგეენკო - მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის

დავით სერგეენკო - მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს.

ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა პირადად ის მინისტრად, სერგეენკომ განაცხადა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი“. 

„მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.