პოლიტიკური კოალიცია

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას 27 მაისიდან იწყებს (VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 27 მაისიდან იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაც განთავსდა, სადაც ის მხარდამჭერებს 27 მაისს 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„მე ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, 27 მაისს დღის სამ სათზე გელოდებით აქ, თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“, - აცხადებს ივანიშვილი.