ბათუმის საკრებულოს ფრაქცია

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დაიშალა

"თავისუფალი დემოკრატები" აჭარის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული შტაბის უკვე ყოფილმა ლიდერმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა კობა ჩხეიძემ განუცხადა, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

"თავისუფალი დემოკრატები" ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა ჯაბა ბერიძემაც დატოვა. ბათუმის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია დაშლილია.

პარტია ასევე დატოვა ქედა-შუახევი-ხულოს ოლქის მაჟირიტარობის კანდიდატმა ოთარ ცეცხლაძემ.