"ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აღიაროს ძალიან დამკვირვებლების კომპეტენტური, კვალიფიციური დასკვნები.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, მანანა კობახიძე აცხადებს.
"ძალიან მაღალი შეფასება მიეცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ძალიან კარგია, თუ ისინი ცნობენ ამ შედეგს, შემოვლენ პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. ეს ნორმალური პროცესია - პარტიაში თუ ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, ესეც მათი შიდასაქმეა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და პარლამენტი არის წარმოადგენილი იმგვარად, როგორი არჩევანიც გააკეთა საზოგადოებამ", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
როგორც ცნობილია, ნაციონალურმა მოძრაობამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა.