ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "ნაცმოძრაობამ" მიიღო უფრო ბევრი მანდატი, ვიდრე ამას ვინმე ელოდა

"ქართული ოცნების" წევრ, ეკა ბესელიას ეჭვი არ ეპარებოდა, "რომ ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყოდა.

ბესელიას აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალბათ, მიიღო უფრო ბევრი მანდატი, ვიდრე ამას ვინმე ელოდა.

"ის რომ, ისინი საუბრობენ გაყალბებასა და რაიმე ტიპის ფალსიფიკაციაზე, ეს მართლაც უტიფარი ტყულია. ნუ მიაქცევენ ყურადღებას, რას ვამბობთ ჩვენ - ყველა დამკვირვებელი ამბობს, რომ არჩევნები შედგა, ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით. რა თქმა უნდა, ისინი პარლამენტში შესვლისთვის იბრძოდნენ, თუმცა უნდა დაჯერდნენ იმ მანდატების რაოდენობას, რომელიც ამომრჩეველმა განუსაზღვრა. ვისურვებდი და ნამდვილად გვქონდა განწყობა, რომ კიდევ უფრო მეტი პარტია შემოსულიყო პარლამენტში და თუნდაც, ბარიერი გადაელახათ თუნდაც "თავისუფალ დემოკრატებს"", - განუცხადა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.