არიელ კოენი:  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 4 წელს კოალიციამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ინიცირება მოახდინა

არიელ კოენი: “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 4 წელს კოალიციამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ინიცირება მოახდინა

ამერიკელმა ექსპერტებმა  „The Heritage Foundation“- ში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მიეძღვნა.   დისკუსიაში მონაწილეობდნენ კენეტ იალოვიცი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი  ელჩი (1998-2001) და ლუკ კოფი ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, The Heritage Foundation-ის წარმომადგენელი.

 ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველომ არა მხოლოდ გააგრძელა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, არამედ მოახდინა ახალი რეფორმების ინიცირება;

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო სამაგალითოა და მნიშვნელოვანია მისი პროდასავლური კურსის შენარჩუნება, რაშიც აშშ-მა და ევროპელმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.  საქართველო წარმოადგენს რეგიონში დასავლური ღირებულებების საყრდენს. შესაბამისად, აშშ-ს მართებს მეტი ჩართულობა საქართველოსთან მიმართებაში. ამასთანერთად ხაზი გაუსევეს, რომ უნდა გამყარდეს საქართველოს და აშშ მოკავშირეობა.

ექსპერტების თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებმა უნდა იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან საქართველოსათვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ასევე სასურველია, მეტი ყურადღება მიექცეს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღწევას.

 “ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 4 წელს, კოალიციამ არა მხოლოდ გააგრძელა წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმირების კურსი არამედ ინიცირება მოახდინა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის - საპენსიო, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, იუსტიციის სფერო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განათლების სისტემის რეფორმა.  საქართველომ გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამაც შექმნა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა თითქმის ჩაუკეტა საკუთარი ბაზარი ქართულ პროდუქციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიდან, საქართველო მიაღწია მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“-ამის შესახებ ექსპერტმა  არიელ კოენმა ვაშინგტონში „Heritage Foundation”-ში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 ექსპერტმა საარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ  არჩევნები დემოკრატიულობით გამოირჩეოდა „საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებზე, საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ კონკურენტული, წარმოდგენილი იყო         მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლები. რა თქმა უნდა ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, იყო ხარვეზები, თუმცა საერთო ჯამში არჩევნები გამოირჩეოდა გამჭვირვალობითა და დემოკრატიულობით“- განაცხადა არიელ კოენმა. 

 გამოსვლისას ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს გლობალურ როლზე და ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში დასავლური ღირებულებების საყრდენს წარმოადგენს და შესაბამისად აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება. საქართველო და უკრაინა პოსტ-საბჭოთა სივრცეში არიან ის ქვეყნები რომლებმაც ჩაატარეს რამდენიმე დემოკრატიული არჩევნები და მოახდინეს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება. მაშინ, როცა რუსეთი აგრესიული არამხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში არამედ სირიაშიც კი შეიჭრა, ამ ფონზე საქართველო წარმოადგენს რეგიონში დასავლური ღირებულებების საყრდენს. შესაბამისად, აშშ-ს მართებს მეტი ჩართულობა საქართველოსთან მიმართებაში. სასურველია, მეტი ყურადღება მიექცეს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღწევას. ამასთან, საჭიროა მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველოსათვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამასთან, სამხრეთ ოსეთი აპირებს მიუერთდეს ჩრდილოეთს და საბოლოოდ მოექცეს რუსეთის შემადგენლობაში, რაც საჭიროების ამერიკის მხრიდან მეტ ყურადღებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში“- აღნიშნა ექსპერტმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში საქართველოს როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობით იგი მიმზიდველი პარტნიორი ხდება.